საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, არ გაატაროთ ხელისშემშლელი ღონისძიებები - ჯანეზაშვილი "ოცნებას"
საქართველოს სასამართლოს გუშაგი და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ნაზი ჯანეზაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ პარლამენტში დასანქცირებული მოსამართლეების სავარაუდო კორუმპირებულობის შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
ჯანეზაშვილი ასევე მიმართავს ხელისუფლებას, რომ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ხელისშემშლელი ღონისძიებები არ გაატაროს.
მივმართავთ ოპოზიციას, რომ მაქსიმალურად ყველა შესაძლ;ებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში შევძლოთ რომ ჩამოყალიბდეს საგამოძიებო კომისია, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს.
ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პროცედურრული ხელისშემშლელი ღონისძიებები არ გაატაროს, იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენ კიდევ ერთხელ დავკარგოთ". - ამბობს ჯანეზაშვილი.