რუსული ოცნება "გაუქმებულია-გაუქმებულია”... იქნება სანქციები - ხაბეიშვილი
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კვორუმის ჩაგდებით, თვალნათლივ გამოჩნდა ვინ არიან სასამართლო კლანის რეალური ბოსები.
ენმ-ს თავმჯდომარე ფეისბუკზე წერს, რომ მოსამართლეების შემდეგ, დასანქცირებულთა რიგებში იქნებიან იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ ასცდება სანქციები.
"რუსული ოცნება "გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია, რომ არ შეიქმნას, “გარბიან" სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და "ოცნება" ქვორუმს აგდებს, სხდომას შლის. ოპოზიციის "ბოიკოტი" გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი. საკუთარ თავს უცხადებენ "ბოიკოტს" , აპროტესტებენ პარლამენტს ... თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო კლანის რეალური მმართველები და ბოსები ვინ არიან - დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ აცდება". - წერს ხაბეიშვილი.