ხელისუფლებას შანსი აქვს გამოიძიოს სასამართლო სისტემაში კორუფციის ის ბრალდებები, რაც წლებია ცნობილია - ელჩი
"ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა გამოიძიონ ის ბრალდებები სასამართლო სისტემაზე, რაც წლებია ცნობილია"- ასე ეხმაურება აშშ-ის ელჩი საქართველოში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრის ჩაშლის საკითხს.
კელი დეგნანის თქმით, პოლიტიკოსებმა პარლამენტი უნდა გამოიყენონ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის საჭიროებებზე სამუშაოდ.
ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს კორუფციის ის ბრალდებები მართლმსაჯულების სისტემაში, რაც წლებია ფართოდ ცნობილია... ამ საკითხში არანაირი შეცდომა არაა, აშშ სრულიად დარწმუნებულია, რომ არსებობს ამ სავიზო სანქციების საფუძველი გამომდინარე იქიდან, რომ ეს ოთხი ადამიანი ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში.
ამ პროცესს წინ უძღოდა სრულყოფილი შესწავლა, ინფორმაციის შეგროვება, რომელთა უმეტესობა საჯაროდ ხელმისაწვდომია. ეს ინფორმაცია მივიდა სახელმწიფო მდივნამდე და მან დაამტკიცა სავიზო სანქციები.
გამოძიება ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ მოიძიონ ის საჯარო წყაროები და ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა ამ ადამიანებთან დაკავშირებით , - თქვა ელჩმა.