"ნაციონალური მოძრაობა" ორად გაყოფის ზღვარზე - მივა თუ არა საქმე პარტიის გაყოფამდე?!

19.04.23 20:09
"ნაციონალური მოძრაობა" ორად გაყოფის ზღვარზე - მივა თუ არა საქმე პარტიის გაყოფამდე?!

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ერთიანი აღარ არის. არჩევნების შემდეგ  პარტიაში გაჩენილი უფსკრული  დღითი დღე იზრდება. ლევან ხაბეიშვილმა არჩევნები გამოაცხადა, ოღონდ რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების.  თუმცა ეს მეორე ფლანგისთვის საკმარისი არ არის პოლიტიკური ზავის დასადებად. მელიას გუნდი პარტიის თავმჯდომარეს გუშინდელ განცხადებას ახსენებს, სადაც ხაბეიშვილი მზად იყო, პოლიტსაბჭოს არჩევნები დაენიშნა. დღეს კი ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. 

"რჩება შთაბეჭდილება, რომ ხაბეიშვილს ტექსტებს უსწორებენ"  - ამბობენ მელიას თანამოაზრეები. ყრილობის გადაწყვეტილების ანულირება და ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა  - ეს არის ხაბეიშვილის ოპონენტების მოთხოვნა. პარალელურად კი ნაციონალურ მოძრაობაში ახალმა სკანდალმა იფეთქა. ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვებას აიძულებდნენ.  ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ პოსტის დატოვება მას ახალმა მენეჯმენტმა  მოსთხოვა.

ახალი არჩევნები ნაცმოძრაობაში - ყველა დეტალი ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში