საქართველომ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების გატარებაზე უარი თქვა - სანქციების შიში?
შეეშინდა თუ არა ოცნებას სანქციების ახალი ტალღის? საქართველო ლარსის გავლით რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილების გატარებაზე უარს ამბობს. თუ ვინმე 50 ათას ევროზე მეტი ღირებულების ავტომანქანის რუსეთში გადაყვანას შეეცდება, მას გამშვებ პუნქტს არ გაუხსნიან, რადგან ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი სწორედ ამ შეზღუდვას გულისხმობს.
ახალი აკრძალვის ამოქმედების მიუხედავად, საქართველოს დასანქცირების რისკი ბოლომდე მოხსნილი მაინც არ არის. რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, რომ რუსეთის მომარაგებისთვის ალტერნატიულ გზად შესაძლოა, გამოყენებული იყოს ოკუპირებული აფხაზეთი. საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთის, როგორც სატრანზიტო დერეფნის შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო და საბოლოო თანხმობას თბილისიდან ელოდება.
რუსებისთვის ჩაკეტიული გზა - ყველა დეტალი ინა ცარციძის რეპორტაჟში