1 700 000 ლარზე მეტი დეპუტატების მივლინებებში - ვინ სად დადის ხალხის ფულით?
5 დღე რუანდაში - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აფრიკული მივლინება ხალხს 10 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. ოღონდ ეს მხოლოდ ერთი ვიზიტია. ასეთი კი შალვა პაპუაშვილს ერთ წელში 11 ჰქონდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 ათას ლარამდე დაიხარჯა. ამას ემატება პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის ხარჯის ანაზღაურებაც. დეპუტატები პრაქტიკულად, ყველა აქამდე არსებულ რეკორდს ხსნიან. მხოლოდ ერთ წელს პარლამენტის 95 წევრი 63 ქვეყანაში იმყოფებოდა, რაც საქართველოს ბიუჯეტს მილიონ 700 ათასზე მეტი დაუჯდა.
მნიშვნელოვანია, სად დადიან ხალხის ფულით, რატომ და რა სარგებელი ჩამოაქვთ საქართველოსთვის? ამ კითხვებზე კი პასუხი ბუნდოვანია,ისევე როგორც გაუგებარია, რას ემსახურებოდა ხუნდაძის, სუბარის, ზავრადაშვილისა და სამხარაულის მივლინება ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში, რაც 40 ათასი ლარი დაგვიჯდა. პარლამენტის ვებგვერდზე წერია, რომ დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს გაუზიარა ინიციატივა, როგორ დაამეგობრონ ისტორიული ქალაქები მცხეთა და აიუატაია.
მილიონ 700 ათასი დეპუტატების მივლინებში - ყველა დეტალი ანა მდივანის რეპორტაჟში