გორის მერს ხუთი თანაშემწე, სამი მრჩეველი და ორი მოადგილე ჰყავს
ვლადიმერ ხინჩიგაშვილმა გორის მერია ლამის დასაქმების ბიუროდ აქცია. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს უკვე არც მეტი არც ნაკლები, ხუთი თანაშემწე, სამი მრჩეველი და ორი მოადგილე ჰყავს. ასევე მერმა დღეს დაიმატა მანქანების მრეცხავიც. ახლა გორის ჩინოვნიკების მანქანას ორი ადამიანი გარეცხავს, რადგან მერი ირწმუნება, რომ ერთი ამ საქმეს ვერ აუდიოდა. ხინჩეგაშვილის მიერ მუნიციპალიტეტის თანამშრომლების რაოდენობის ასეთ ტემპში ზრდა კი აჩენს ეჭვს, რომ გორის მერი პარტიის ერთგულ ადამიანებს უბრალოდ ბიუჯეტის ხარჯზე აცხოვრებს.
ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟი