უწყვეტი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ

19.04.23 20:41
უწყვეტი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ

 უწყვეტი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრთან  დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა,  მშობლები პრემიერთან შეხვედრას ელოდებიან და  სანამ ეს აუდიენცია არ შედგება,  ღამის გათევასაც კი კანცელარიასთან აანონსებენ

ჯერ უცნობია   შეხვდება თუ არა ღარიბაშვილი  იმ მშობლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა ქუჩაში დგანან და შვილების გადარჩენას ითხოვენ.  ჯანდაცვის მინისტრს მათი ხმა არ ესმის, არადა საუბარია ჯამში 30 ბავშვზე, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ მაგრამ სახელმწიფო არ რეაგირებს. 
 რა ხდება კანცელარიასთან და ხომ არ არის ცნობილი შეხვდება თუ არა დედებს  ღარიბაშვილი?- გაიგეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის ჩართვიდან