საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი იმ მიღწევების დაზიანებაა, რომელიც 12 პუნქტის შესასრულებლად ხორციელდება - ამილახვარი

20.04.23 11:14
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი იმ მიღწევების დაზიანებაა, რომელიც 12 პუნქტის შესასრულებლად ხორციელდება - ამილახვარი

პროცედურული ომი პარლამენტში - განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მოსამართლეების სავარაუდო კორუმპირებულობის დასადგენად საგამოძიებო კომისიის შექმნა ქვეყნის  მიზნებს დააზიანებს.

ამილახვარი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანამ 12 პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხებიც

12 პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა თითქმის უკვე შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც მათ უნდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის ის, რომ დააზიანოს ის მიღწევები და რეფორმები, რომელიც ხორციელდება საქართველოში 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად". - ამბობს ამილახვარი.

პარლამენტი პარალიზებულია. უკვე მესამე დღეა "ქართულ ოცნებას" კენძჭისყრაზე საკითხები არ გააქვს. პროცედურული ომით მმართველი პარტია კონსტიტუციიის წინააღმდეგ მიდის და ხელს უშლის ქვეყნის მთავარი კანონის აღსრულებას. ოპოზიციიის მობილიზებული 50 დეპუტატი ელოდება, რომ კენჭისყრაზე სასამართლო კლანის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძებო კომისიის საკითხი დადგეს, შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს კორუფციას და ტერორს მოსამართლეებზე, თუმცა ქართული ოცნება ყველა შესაძლო ვარიანტით საგამოძიებო ჯგუფის შემქნას ბლოკავს.