საგამოძიებო კომისიის შექმნა, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის - თალაკვაძე
"ოცნების" ლიდერი არჩლ თალაკვაძე ამბობს, რომ მოსამართლეების სავარაუდო კორუმპირებულობის დასადგენად საგამოძიებო კომისიის შექმნა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის.
თალაკვაძე ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციას ამ კომისიის შექმნით ზეწოლის განხორციელება სურს დამოუკიდებელ სასამართლოზე.
"სასამართლო არის, ამ 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შესაბამისად ამით ისინი ხელს შეუშლიან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, შემდეგ ამას დააბრალებენ ხელისუფლებას და ეცდებიან, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მეორე, მათ სურთ ზეწოლა დამოუკიდებლობაში ჩარევა და გავლენის მოპოვება სასამართლოზე და მესამე, ეს არის შურისძიების მცდელობა იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც გაასამართლეს ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერები" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტი პარალიზებულია. უკვე მესამე დღეა "ქართულ ოცნებას" კენძჭისყრაზე საკითხები არ გააქვს. პროცედურული ომით მმართველი პარტია კონსტიტუციიის წინააღმდეგ მიდის და ხელს უშლის ქვეყნის მთავარი კანონის აღსრულებას. ოპოზიციიის მობილიზებული 50 დეპუტატი ელოდება, რომ კენჭისყრაზე სასამართლო კლანის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძებო კომისიის საკითხი დადგეს, შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს კორუფციას და ტერორს მოსამართლეებზე, თუმცა ქართული ოცნება ყველა შესაძლო ვარიანტით საგამოძიებო ჯგუფის შემქნას ბლოკავს.