"ახალმა მენეჯმენტმა ენმ-ს კარი უნდა გააღოს" - სოფო ჯაფარიძე
ენმ-ს წევრის სოფო ჯაფარიძის თქმით, ახალმა მენეჯმენტმა პარტიის კარი უნდა გააღოს.
ჯაფარიძე ასევე ახალი პოლიტსაბჭოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ახალმა მენეჯმენტმა უნდა გააღოს კარი პარტიის და უნდა მოხდეს კონსოლიდირება ყველას აზრის. რასაკვირველია, რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ეს არის ცალსახად პრობლემა და ცალსახად ობიექტურად უნდა შეიქმნას ახალი პოლიტსაბჭო. ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებისთვის და გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი არის ერთობა და არის ასევე კეთილი ნება ახალი მენეჯმენტის, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გავერთიანდეთ და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ფართოდ გააღონ კარი" - სოფო ჯაფარიძე.