ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის შექმნილი მოძრაობა აქტიურ კონსულტაციებს იწყებს
ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის შექმნილი მოძრაობა აქტიურ კონსულტაციებს იწყებს. არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებთაან საუბრის მთავარი თემა, დაპატიმრებული მედია მენეჯერის გათავისუფლების გზების დასახვა იქნება.
დღეს ზუსტად 12:00 საათზე მოძრაობის დამფუძნებლებს საგანგებო ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქვთ დაგეგმილი. მოძრაობის წევრები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას არ შეწყალებით ქვეყანა პროდასავლურ კურს დააშორა.
"პრეზიდენტმა ნიკა გვარამიაზე შეწყალებაზე უარის თქმით რეალურად გადაუხვია მისივე გაცხადებულ კურსს, როდესაც ის ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპისკენ და ევროპის მოთხოვნიდან ერთ-ერთი არის ზუსტად ნიკა გვარამია და მედიის მიმართ სხვა დამოკიდებულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეს ყველაფერი მან მისი ქმედებით უარყო პრაქტიკულად და ამაზე ჩვენ, აუცილებლად ნიკა გვარამიას თავისუფალ მოძრაობას გვექნება ძალიან მკაფიო პასუხი" - ამბობს ბაჩანა შენგელია.