ლილუაშვილის შეხვედრა ომბუდსმენთან - რა საკითხებზე შედგა საუბარი დახურულ კარს მიღმა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ახლად არჩეულ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გრიგოლ ლილუაშვილმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.