ხელისუფლებას მურუსიძე-ჩინჩალაძის ალაპარაკების ეშინია - ანა ბუჩუკური
დასამალი სასამართლო ხელისუფლებაში ძალიან ბევრი აქვთ - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას კლანის წევრების ალაპარაკების ეშინია:
კომისია, რომ შეიქმნას შეიძლება უკეთესი მტკიცებულება ვერ დავდოთ მაგიდაზე, ვიდრე გუშინ და გუშინწინ რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომელმაც დაადასტურა, რომ დასამალი სასამართლო ხელისუფლებაში ძალიან ბევრი აქვთ. გუშინ და გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლება, რომელსაც ეშინია, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ალაპარაკდებიან" - ამბობს ანა ბუჩუკური.