საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც გავა- ჩააგდებს თუ არა კობახიძის გუნდი დღესაც ქვორუმს

20.04.23 13:14
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც გავა- ჩააგდებს თუ არა კობახიძის გუნდი დღესაც ქვორუმს

შეწყვიტა თუ არა ქართულმა ოცნება  საპარლამენტოო საბოტაჟი  დღეს პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრს ელოდებიან. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მინისტრის საათის დასრულების შემდეგ, ოცნებაა მზადაა, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრაა გამართოს.

თემაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მიმართა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „დღის წესრიგი არ არის განახლებული“ და შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე გამოვა.

„კენჭსაყრელი საკითხები რაც არის შეტანილი დღის წესრიგში, დღის წესრიგი ჩვენ არ განგვიახლებია. რაც არის დღის წესრიგში, ყველა ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე, საკითხების განხილვის შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ოცნებამ" კვორუმი უკვე ორჯერ ჩააგდო, შესაბამისად, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე ორჯერ ვერ შედგა.

ოპოზიციის დღის წესრიგში კი უკვე მესამე დღეა,  ერთადერთი საკითხი დგას - შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობას შეისწავლის.

ოპოზიცია ისევ პროცედურული ომით პოლიტიკურ ხრიკებს ელოდება. 

მსგავსი სიახლეები