მმართველი უმრავლესობა ქვეყნის ევრიოპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს - სალომე სამადაშვილი

20.04.23 13:20
მმართველი უმრავლესობა ქვეყნის ევრიოპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს - სალომე სამადაშვილი

არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს მცდელობა, ხელი შეუშალონ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რასაც დღეს პარლამენტის უმრავლესობაში წარმოდგენილი დეპუტატები გამიზნულად აკეთებენ, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მმართველი უმრავლესობა ქვეყნის ევრიოპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს. 

მთავარი პრობლემა, რომელზეც საუბრობს მთელი მსოფლიო და პირველ რიგში ევროკავშირი, არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ამიტომ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ დღეს საგამოძიებო კომისიის საბოტაჟი გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟი, რომელსაც მორიგ ჯერზე ახორციელებს მმართველი უმრავლესობა.

მსგავსი სიახლეები