საბოლოო მდგომარეობის შესახებ ითხივენ ინფორმაციას - ალასანია სტრასბურგის მოთხოვნაზე

20.04.23 13:23
საბოლოო მდგომარეობის შესახებ ითხივენ ინფორმაციას - ალასანია სტრასბურგის მოთხოვნაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროსასამართლო მიხეილ სააკაშვილზე ინფორმაციის ითხოვს. 

როგორც ალასანიამ განაცხადა,  ევრო სასამართლოს მოსამართლეთა პალატა სააკაშვილის ბოლო დროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ელოდება: 

გამოიგზავნა ეს კითხვები, კი მეც ვიცი უკვე, რომ გამოიგზავნა - ეს ეხება მთლიანად ჯანმრთელობას მე რამდენადაც ვიცი. ჯანმრთელობა რა ვიცი როგორ გითხრათ, გუშინ ისევ 38 ჰქონდა სიცხე. საბოლოო მონაცემებს  უსათუოდ მოითხოვენ ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ იმ დროისთვის როცა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა სჭირდებათ ახალი ინფორმაცია. ფსიქიატრები იყვნენ მე რამდენადაც ვიცი. სტრასბურგიდან არის შეკითხვები და ალბათ ორივე მხარეს ეკითხებიან იმიტომ, რომ ობიექტური სურათი უნდათ" - გიული ალასანია.

 

მსგავსი სიახლეები