ვივა მედი: პენიტენციურს და ჯანდაცვის სამინისტროს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად ვაწვდით

20.04.23 13:30
ვივა მედი: პენიტენციურს და ჯანდაცვის სამინისტროს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად ვაწვდით

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "პირველებთან" ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებასა და ჯანდაცვის სამინისტროს  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად აწვდიან.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტთან ფსიქიქტრების ვიზიტიც გეგმიური იყო:

იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ დაწესებულებას რეგულარულად ვაწვდით შუალედურ ფორმა 100-ს, სადაც ასახულია მიმდინარე მდგომარეობა პაციენტის და მიმდინარე მკურნალობის პროცესი.

ბოლოს წინა კვირას გადავეცით.  მე ვერ გეტყვით ახლა სასამართლოსთვის რა არის მნიშვნელოვანი და სახელმძღვანელო მე შემიძლია მხოლოდ დავდო სტატუს-კვო რაც არის როგორიც არის მდგომარეობა. ჩვენ ამ ინფორმაციას სპეციალისტებიც მათ შორის ფსიქიატრებიც დასკვნის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით პენიტენციურ დაწესებულებას.

ფსიქიატრების შესვლა გეგმიური იყო გარკვეული პერიოდულობით ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველთვის იმყოფება პაციენტი შემოსვლის პირველივე დღიდან" - ზურაბ ჩხაიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

მისი თქმით, წინა კვირას პაციენტი ფსიქიატრებმა მოინახულეს. 

ევროსასამართლო სააკაშვილზე ინფორმაციის ითხოვს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოოს სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენებამდე დამატებითი ინფორმაციის მიღება უნდა. სტრასბურგი იტყობინება, რომ კითხვებზე პასუხების მიღება უნდათ როგორც სააკაშვილის, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდანაც.

მსგავსი სიახლეები