"ზოგჯერ სიჩუმე ოქროა" - როგორ იმართლებენ თავს პარლამენტის მდუმარე დეპუტატები

20.04.23 15:27
"ზოგჯერ სიჩუმე ოქროა" - როგორ იმართლებენ თავს პარლამენტის მდუმარე დეპუტატები

პარლამენტის მდუმარე დეპუტატები დილიდან თავის მართლების რეჟიმში არიან - "ზოგჯერ სიჩუმე ოქროა, ამიტომ სჯობს სიჩუმე შევინარჩუნო" - ასეთია უმრავლესობის წევრის გოდერძი ჩანქსელიანის პოზიცია. 

კომიტეტებზე ვაქტიურობ, თუ რამე საჭირო არის ვამბობ ხოლმე და თუ არ მაქვს შეკითხვა ახლა?! თუ გამიჩნდება რაღაც აზრი, რომ შევეკითხო ვეკითხები ხოლმე და არ ვერიდები. ზოგჯერ სიჩუმე ოქრო არის, ამიტომ სჯობია, რომ სიჩუმე შევინარჩუნო თუ სათქმელი რამე არის, ვამბობ ხოლმე და ზედმეტად შეკითხვებს არ ვსვავ"- თქვა მან. 

ელგუჯა გოცირიძეს მდუმარებაში ყოფნა დისკომფორტს საერთოდ არ უქმნის: 

რა ვქნა ახლა მე, თუ მდუმარე დეპუტატების სიაში ვარ?!  ვცდილობ, რომ დარბაზის კომიტეტებზე, შეხვედრებზე  აქტიურ მონაწილეობას ვიღებ სხვათა შორის, საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას... პარლამენტის ტრიბუნას არ ვიყენებ იმიტომ, რომ თუ რაიმე კითხვა მინდა დავსვა ისე ვსვამ. მე ვიყავი მაჟორიტარი და მოიკითხეთ თუ რა მაქვს რაიმე გაკეთებული ან თუ არ მაქვს, ჩემი აზრით ბოლომდე დავიხარჯე იმ პერიოდში"- აცხადებს გოცირიძე.

მისი მტკიცენით, საკუთარი ბიზნესისთვის პარლამენტში ყოფნის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია. 

რამაზ ნიკოლეიშვილი, რომელიც ოპოზიციიას წარმოადგენს აღნიშნავს, რომ "ოპოზიციური საქმიანობა ბევრ სხვა რამებსაც გულისხმობს":

შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ პრობლემა ამ ნაწილში არ უნდა იყოს. საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე კომიტეტში ვარ და ვმუშაობ, ამიტომ მუშაობ არ არის მარტო ტრიბუნიდან საუბარი. მდუმარე არ ვარ ხომ? - აცხადებს მდუმარე დეპუტატი და პირობას დებს, რომ მედიის ხათრით, "საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს" - აცხადებს ნიკოლეიშვილი. 

2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 18-მა წევრმა საერთოდ არ ისარგებლა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, აქიდან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია 

მსგავსი სიახლეები