რა პასუხი უნდა გავცეთ ბავშვებს, როდესაც სახელმწიფო მათ საჭმლით ვერ უზრუნველყოფს - ანა ნაცვლიშვილი

20.04.23 15:12
რა პასუხი უნდა გავცეთ ბავშვებს, როდესაც სახელმწიფო მათ საჭმლით ვერ უზრუნველყოფს - ანა ნაცვლიშვილი

მოშიმშილე მოზარდებზე გამოქვეყნებული საგანგაშო დასკვნის შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სირცხვილია, როდესაც პრემიერი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და ამ დროს სახელმწიფოს არ შეუძლია ბავშებს პური და წამალი მისცეს.

რა პასუხი უნდა გავცეთ ამ ბავშვებს ჩვენ, როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ ელემენტარული საჭიროებით - საჭმლით, პურით ვერ უზრუნველყოფს. ამის შემდეგ დადგება პრემიერი, ეყოფა თავხედობა, რომ ისაუბროს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. სად არის ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოში, რომელსაც არ შეუძლია ბავშვებს მისცეს პური, მისცეს წამალი და მისცეს ელემენტალური საჭიროებები, რომლის გარეშეც მათი არსებობა არის ღირსების ზღვარს მიღმა". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

საქართველოში ბავშვები შიმშილის ზღვარზე არიან. სკოლის მოსწავლეები ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სასკოლო საათებში საკვებს ფაქტობრივად ვერ იღებენ.

იუნისეფის და საქსტატის ერთობლივი, უახლესი ანგარიშის მიხედვით, სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.

კვლევა სრულად ნახეთ აქ.

მსგავსი სიახლეები