ბავშვი შეიძლება, ოჯახში იღებდეს საკვებს, მაგრამ სკოლაში არ ჰქონდეს შეძენის საშუალება - ქადაგიშვილი
"ქართულ ოცნება" მოშიმშილე მოზარდებზე გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. იუნისეფის და საქსტატის მიერ მომზადებულ ანგარიშს კობახიძე-ღარიბაშილის გუნდი ტყუილს უწოდებს.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს არის უმძიმესი ბრალდება ქვეყნის მიმართ და ქვეყანაში შმშილობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ქადაგიშვილის თქმით, ბავშვი შეიძლება, ოჯახში იღებდეს საკვებს, მაგრამ სკოლაში არ ჰქონდეს შეძენის საშუალება.
აქ ლაპარაკია, რომ ბავშვები 35%-ს არ აქვს სკოლაში საკვების შეძენის საშუალება, ანუ განსვასხვაოთ, სხვის შვილებზე ნუ ვილაპარაკებთ ასე ადვილად, რომ 35 % ბავშვებისა შიმშილობს. ეს არის ზოგადად უმძიმესი ბრალდება ზოგადად ქვეყნისა და საქართთველო არ არის ბოლო ჩამორჩენილი ქვეყანა. არ არის ბატონო ჩემო შიმშილობა, იმიტომ, რომ ადამიანი, შეიძლება ადამიანი ოჯახში იღებდეს საკვებს, მაგრამ სკოლაში არ ჰქონდეს შეძენის საშუალება". - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოში ბავშვები შიმშილის ზღვარზე არიან. სკოლის მოსწავლეები ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სასკოლო საათებში საკვებს ფაქტობრივად ვერ იღებენ.
იუნისეფის და საქსტატის ერთობლივი, უახლესი ანგარიშის მიხედვით, სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.
კვლევა სრულად ნახეთ აქ.