"ოცნება" კლანის იმის გამო გადაეფარა, რომ ამ მოსამართლეებმა ძალიან ბევრი იციან მმართველ პარტიაზე" - ეკა გიგაური

20.04.23 15:44
"ოცნება" კლანის იმის გამო გადაეფარა, რომ ამ მოსამართლეებმა ძალიან ბევრი იციან მმართველ პარტიაზე" - ეკა გიგაური

"ქართული ოცნება" კლანის წევრ მოსამართლეებს იმის გამო გადაეფარა, რომ  ამ მოსამართლეებმა ძალიან ბევრი იციან მმართველ პარტიაზე" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, "როგორც ჩანს კლანის წევრებს არ აქვთ სურვილი, რომ გამოცხადდნენ პარლამენტში და უპასუხონ კრიტიკულ შეკითხვებს": 

ეს კრიტიკული შეკითხვები არის ძალიან ბევრი, მათ შორის მათი სავარაუდო კორუფციაში ჩართულობასთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით იღებდნენ თუ არა ისინი ღამის ზარებს. როგორ იყვნენ და ვისთან იყვნენ გარიგებულები პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებში, რატომ იღებდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა ისინი ცდილობენ, რომ გადაეფარონ მოლაშვილის და გირგვლიანის მოსამართლეს იმის გამო, რომ ამ მოსამართლეებმა ძალიან ბევრი იციან უკვე ქართულ ოცნებაზე" - ამბობს ეკა გიგაური.

მსგავსი სიახლეები