სანქციის ინიციატორი დეგნანი ყოფილა - სინამდვილეში, ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას მოემსახურა - ქადაგიშვილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ასშ-ის ელჩის ინიციატივები სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხის ნაცვლად, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას მოემსახურა.
სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხადა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ საჯარო წყაროებით იხელმძღვანელა, ანუ მედიაში გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაციით, რომელთა უკან არაფერი იყო ნათქვამი. როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე. საქართველოს მედია ისეთი დონის პლურალიზმით, მასალების სიჭრელით, სიმრავლით გამოირჩევა, რომ თუ ჩვენი მედიის ან რომელიმე ექსპერტის განცხადების საფუძველზე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს რამე ვერდიქტი გამოვუტანოთ, მერწმუნეთ, საქართველოში არც ერთი მოქალაქე არ დარჩება, რომელიც სანქციებს ასცდება, თუ ვინმე ამას მოინდომებს.
მიმაჩნია, რომ ქალბატონი ელჩის ინიციატივა სინამდვილეში, მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობისა და შემდგომი განვითარების რეფორმირების საკითხს, არამედ უფრო მოემსახურა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას. ასეთი ნაბიჯით კიდევ უფრო გაიზარდა შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და პოლარიზაცია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.