"ოცნებამ“ უკვე დაიჭირა თავისი „ჩიტი“, ისინი რუსული, რბილი ძალის წარმომადგენლები არიან საქართველოში - ბეჟაშვილი
"საგამოძიებო კომისია ოპოზიციას კი არ სჭირდება, ქვეყნის რეპუტაციას სჭირდება. როცა მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ ჰყვება სასამართლო სისტემა, ეს სახელმწიფოსთვის რეპუტაციული ზიანია“, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ხელისუფლების მთავარი საკითხი დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა"
ბეჟაშვილი იქვე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიჭირა თავისი „ჩიტი“ და დღეს, მმართველ პარტიას კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ქვეყანას მართავს.
„რუსული ოცნება“, ესენი რუსული, რბილი ძალის წარმომადგენლები არიან საქართველოში, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ატარებენ, რუსი ოლიგარქიული რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოში, ამიტომ ეს რეჟიმი ცდილობს დღეს ხელისუფლების შენარჩუნებას. მათი მთავარი ამოცანა არ არის ევროპული ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკავშირის კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება, მათი მთავარი საკითხი დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაა და ამისათვის მზად არიან ყველაფერი გაწირონ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.