დაპირისპირება ენმ-ში - ზვიად კუპრავა ირაკლი ნადირაძის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

20.04.23 17:30
დაპირისპირება ენმ-ში - ზვიად კუპრავა ირაკლი ნადირაძის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება პიკს აღწევს -  რეგიონების შემდეგ კონფლიქტმა თავი კიდევ ერთხელ დედაქალაქში იჩინა.  ამჯერად საქმე თბილისის საკრებულოს, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ეხება.

არ არის გამორიცხული ირაკლი ნადირაძის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადეს. დეპუტატი ზვიად კუპრავა ფიქრობს, რომ ნადირაძემ ავტორიტეტი დაკარგა და საკუთარი თანაპარტიელების შეურაცხყოფის შემდეგ საჭიროა, თანამდებობიდან წავიდეს.

მისი თქმით, აგენტებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარე გამაერთიანებელი ფიგურა აღარ არის. 

"ჩემთვის დადგა მისი ლეგიტიმაციის პრობლემა. მე მას უკვე ვერ მოვიაზრებ, როგორც გამაერთიანებელ პერსონას და შესაბამისად თუ ადამიანი არ არის გამაერთიანებელი პერსონა ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ის ხელმძღვანელობდეს ფრაქციას, რომელიც შედგება 13 წევრისგან. აღარ დარჩა მას მორალური უფლება, შესაძლებლობა, რომ ის დარჩეს ფრაქციის თავმჯდომარედ და იყოს მაგალითად ჩემი თავმჯდომარე, როდესაც ის მე ჩემს მეგობრებს და ა.შ. ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლა, სისხლი ჩადო ამ ბრძოლაში ციხეებში გაატარა სხვადასხვა პერიოდი და დღესაც აქვს სასამართლოში მიმდინარე საქმეები და ხვალ ისევ ციხით ემუქრება ქართული ოცნება როგორ შეიძლება როდესაც ასეთ ადამიანებს უწოდებს აგენტებს, როგორ შეიძლება ეგ ადამიანი იყოს ფრაქციის თავმჯდომარე ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი" - ამბობს ზვიად კუპრავა.

ფრაქცია ენმ-ს კიდევ ერთ წევრი, ნინო კვიტაიშვილი კი ამბობს, რომ საკითხი კუპრავამ წამოწრა და გუნდში ეს თემა არც კი განუხილავთ: 

"არც მიფიქრია მსგავს საკითხზე არც დასმულა არც ფრაქციის შიგნით და არც ფრაქციის გარეთ არ განგვიხილავს მსგავსი რამ და ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ ზვიადმა უბრალოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. ვფიქრობ, რომ ის რაც რეგიონებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება, რეგიონების თავმჯდომარეებთან, რომლებიც ახალი მენეჯმენტის პოზიციებს არ იზიარებენ და მათ გადაყენებაზე საუბარი, ეს ასევე ძალიან დამაზიანებელი იქნება პარტიისთვის იმიტომ, რომ ამით თუ ვინმე იხეირებს გათიშე და იბატონეს პრინციპიდან გამომდინარე ეს იქნება ქართული ოცნება" - ნინო კვიტაიშვილი.

მსგავსი სიახლეები