საქციელი ჰგავსთქო და დავამთავრეთ ამას საუბარი - ნადირაძე კუპრავას პასუხობს
საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ზვიად კუპრავას პასუხობს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მას სუს-ის აგენტები კონკრეტული ადამიანებისთვის არ უსაუბრია.
ნადირაძე პრობლემას ვერ ხედავს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში უკვე ჰყავს კანდიდატი ვისაც დაუჭერს მხარს:
"საქციელი ჰგავსთქო და დავამთავრეთ ამას საუბარი კი ბატონო, გამგებმა გაიგო, სამწუხაროა, რომ ვიღაცებმა პირადად მიიღეს კიდევ ერთხელ ვიძახი, პირადად მე ეს არავისზე არ მითქვამს და მკაფიოდ იყო ხაზგასმული, რომ საქციელი ჰგავს და ქმედებათქო ამიტომ, გასაგებია. ეს არ არის ერთი და იგივე.საქციელია ერთი და ადამიანი მეორე. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს. თბილისის საკრებულოში მყავს ერთმანეთზე უკეთესი და ღირსეული კოლეგები. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში უჭერდნენ ნიკა მელიას მხარს თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ სხვა ჰყავდეს ფრაქციის თავმჯდომარე არ არის პრობლემა ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და ღირსეულად შეასრულებენ მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობასაც ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ და შემიძლია გითხრათ კიდევაც ვის დავუჭერ მხარს. თუ დადგება ეს საკითხი მე ამას აუცილებლად გეტყვით" - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.