ღარიბაშვილის სამსახურთან გათენებული ღამის შემდეგ, აზარაშვილმა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები დაიბარა

20.04.23 16:59
ღარიბაშვილის სამსახურთან გათენებული ღამის შემდეგ, აზარაშვილმა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები დაიბარა

ღარიბაშვილის სამსახურთან გათენებული ღამის შემდეგ, აზარაშვილმა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები დაიბარა.

ჯანდაცვის მინისტრი სამინისტროში 5 მშობლებს 8 საათზე შეხვდება.

მშობლები ამბობენ, რომ მინისტრითან ისინი პრეპარატის დაფინინანსებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროტესტი კანცელარიასთან უწყევტ რეჟიმში გაგრძელდება.

4-5 მშობელი ვართ დაბარებული ჯანდაცვის სამინისტროში 8 სააათზე. ჩვენ მივალთ სამინისტროში, რა თქმა უნდა, მაგრამ შეხვედრის ძირითადი დასასრული უნდა იყოს ასეთი, ან შემოაქვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი ჩვენი შვილებისთის საქართველოში მაქსიმუმ 1-2 თვეში, ან გვეუბნებიან უარს და გვისაბუთებენ, თუ რატომ ვერ შემოაქვთ".- ამბობს მშობელი.

12 ბავშვისთის პრეპარატის შესყიდვა მთავრობას 4 მილიონ ნახევარი დოლარი დაუჯდება. ოპოზიციის თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას ბავშვებისთცის თავისუფლად შეუძლია ამ თანხის გამოყოფა.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დღეს ღარიბაშვილს ვადა 4 საათამდე მისცეს, თუმცა პრემიერი მათ არ შეხვდა. 

მშობლებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, სურთ საკუთარი შვილებისთვის მედიკამენტი, რომელიც ძალიან ძვირია და რომლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ.

 

მსგავსი სიახლეები