700 მილიონიანი ბრუნვით რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი სავაჭროო პარტნიორია
რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი სავაჭროო პარტნიორია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ გასული სამი თვის განმავლობაში რუსეთთან ექსპორტი 61 %-ით გაიზარდა.
ოკუპანტი ქვეყნიდან რეკორდულად არის გაზრდილი მოთხოვნა მსუბუქ ავტომობილებზე, საქართველო ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა არ არის, რაც ავტომატურად მიანიშნებს, რომ ამერიკასა და ევროპაში წარმოებული ავტომობილები, საქართველოს გავლით რუსეთში მიდის.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, იზრდება ღვინის, მინერალური წყლებისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც.
საგანგაშოდ გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც.
აშკარად იკითხება, რომ ამის უკან ის არის, რომ ყაზახეთი სომხეთი და ეს ქვეყნები ერთ საბაჟო ზონაში არიან რუსეთთან და ამიტომ უადვილდებათ მერე რეექსპორტი საქართველოდან შემოსულ პროდუქციის რუსეთში და ა.შ.
ძნელია, ლოგიკური ახსნა ვიპოვოთ მკვეთრად გაზრდილ ექსპორტის ასახსნელად სომხეთში და ყაზახეთში იმიტომ, რომ სომხეთში და ყაზახეთში ისევ და ისევ არ შეიძლება, რომ სამჯერ უფრო მოსწონდეს ქართული ბორჯომი თუ ქართლი პროდუქცია" - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს ხზელისუფლების ბოლო დროინდელი ქმედებები რუსეთისთვის სანქციების ავლაში ირიბ დახმარებას ნიშნავს.
"რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ გასული წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 100 და მეტი პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ ამყარებს ეკონომიკურ ურთიერთობას დანარჩენ მსოფლიოსთან და ცდილობს, საკუთარი რესურსები მაქსიმალურად მოარგოს რუსულ ეკონომიკას. ეს ყოველივე აღიქმება, როგორც ერთგვარ სანქციების გვერდის ავლაში დახმარება და ეს არის პრობლემა, ვინაიდან არაერთგზის მივიღეთ გარკვეული ტიპის საპროტესტო ნოტა საფინანსო ინსტიტუტებისგან საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რაც თავისთავად გაგრძელდება, ვინაიდან საქართველო არ ცდილობს მოიპოვოს ახალი ბაზრები და მაქსიმალურად ცდილობს ადაპტირებას და კოჰაბიტაციას რუსულ ეკონომიკასთან" - ამბობს ოთო აბესაძე.