პროცედურული ომი, დღე მესამე - "ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის შექმნა ისევ ჩააგდო
სამ დღეში სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრა - "ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დღესაც ჩააგდო.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში სხდომათა დარბაზში შევიდნენ, თუმცა რეგისტრაცია არც ამჯერად გაიარეს.
ტაბლოზე მხოლოდ 52 ხმა დაფიქსირდა, შესაბამისად სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი არც დღეს ეყრება.
"ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე რა თქმა უნდა დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხირდან შესაბამისად დღესაც ბუნებრივია არ გავივლით ამ პროცედურას", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.