კორძაია პაპუაშვილს: დაიყოლიეთ "ოცნება", რომ კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ მოქალაქეებს

20.04.23 18:56
კორძაია პაპუაშვილს: დაიყოლიეთ "ოცნება", რომ კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ მოქალაქეებს

 სამ დღეში სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრის შემდეგ,  თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა: "იქნებ აწარმოოთ მოლაპარაკება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, დაიყოლიოთ ისინი, რომ კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ საქართველოს მოქალაქეებს". 

ბატონო, შალვა 2 დღეა პირადად თქვენ გადიხართ რეგისტრაციას. მესმის პარლამენტის თავმჯდომარე ხართ და გევალებათ რეგისტრაციის გავლა. მაინტერესებს, თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ ვერ ფუნქციონირებს მარტო, იმიტომ რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია. იქნებ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აწარმოოთ მოლაპარაკება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან და დაიყოლიოთ ისინი, რომ კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა კორძაიამ.

მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ კვორუმი მესამედ ჩააგდო  -  სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ისევ ვერ უყარეს.

მსგავსი სიახლეები