მდინარაძე ოპოზიციას: სოლიდარობა ქართულ სასამართლოს, თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძეც ირაკლი კობახიძის მსგავსად აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა მოსამართლეებს სოლიდარობას უცხადებს ამიტომ არ გადის რეგისტრაციას სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე.
ამიტომ არის ასეთი პრინციპულო პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით. ამას ვერ ხვდებით. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, თქვენგან განსხვავებით. თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!“,- განაცხადა მდინარაძემ.
მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ კვორუმი მესამედ ჩააგდო - სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ისევ ვერ უყარეს.