ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი- მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩაგდებაზე
ქართული ოცნების" ქცევა პარლამენტში არის არა მარტო კონსტიტუციისა და ამომრჩევლის უფლებების დარღვევა, არამედ სრული ლუსტრაცია იმისა, როგორ მფარველობენ სასამართლო კლანს, რომელიც "ოცნების" რიგებში წინა ხელისუფლებიდან გადმოიპორტირეს - ამის შესახებ "ლელო საქართველოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე წერს.
მისი თქმით, ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი
ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი. ეს არის იმის დასტური, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას ვერ ეღირსება სამართლიანი სასამართლო. ეს არის იმის დასტური, რომ გაგრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჩაწყობილი საქმეები და ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები.
დროა, მოსამართლეებმა, რომლებიც კლანის წევრები არ არიან და რომლებისთვისაც ღირებულია ის პროფესია, რომელსაც პატიოსნად ემსახურებიან, ხმა აიმაღლონ. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! - მამუკა ხაზარაძე