ვერდიქტი გამოტანილია - „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს - ანა ნაცვლიშვილი

20.04.23 19:41
ვერდიქტი გამოტანილია - „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს  - ანა ნაცვლიშვილი

 „ლელოს“ ლიდერისთ, ანა ნაცვლიშვილის თქმით,  ოპოზიციამ სამი დღის განმავლობაში შექმნა დე ფაქტო საგამოძიებო კომისია და ვერდიქტიც გამოუტანა ხელისუფლებას.

მისი თქმით, „კლანი“ „ქართული ოცნების“ გარეშე არ არსებობს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, "ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გაგრძელდება, ვიდრე „კლანური“ მართვა არ დასრულდება"

„კლანი“ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პროდუქტი, რითაც ისინი მართავენ სახელმწიფოს, მათ შორის აღწევენ არჩევნებში იმ შედეგებს, რა შედეგებსაც იფორმებენ ფურცელზე. ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გაიშიფროს და დასრულდეს კრიმინალური, „კლანური“ მართვა სახელმწიფოში და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებაში.

ეს არის მთავარი შედეგი. ამაზე მეტი პოლიტიკური და სამართლებრივი სამხილი, თუ როგორ თანამონაწილეობს „ქართული ოცნება“ „კლანთან“, როგორ გადაეფარა მას, როგორ არ უნდათ, რომ ხალხის სამსჯავროზე გამოვიდეს სიმართლე, ეს არის ამ 3 დღის შედეგი და ეს ამოცანა უკვე მიღწეულია“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები