სუს-ის აგენტების შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადება ირაკლი ნადირაძეს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების ფასი დაუჯდეს

20.04.23 20:17
სუს-ის აგენტების შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადება ირაკლი ნადირაძეს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების ფასი დაუჯდეს

სუს-ის აგენტების შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადება ირაკლი ნადირაძეს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების ფასი დაუჯდეს.  გადააყენებენ თუ არა მას საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან?  - ინიციატივა მელიას ფლანგიდან დააყენეს, სადაც თქვეს, რომ  ხმაურიანი განცხადების გამო, ხაბეიშვილის მეგობარს მორალური უფლება აღარ აქვს,  ფრაქციას ხელმძღვანელობდეს.  თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენეს, მაშინ უპირატესობა მელიას თანაგუნდელებს ექნებათ, რომლებიც საკრებულოში რაოდენობრივად ხაბეიშვილის მხარდამჭერებზე მეტნი არიან. 

ორად გაყოფილ პარტიაში მიმდინარე პროცესები კი უკვე სერიალს დაემსგავსა, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ნაციონალურ მოძრაობაში უკვე მაგიდებს, სკამებს და კომპიუტერებს ვერ იყოფენ. კასპის რაიონული ორგანიზაციაში მისულ მელიას  მხარდამჭერებს დღეს ცარიელი ოფისი დახვდათ.  როგორც აღმოჩნდა დირექტივა თბილისიდან მივიდა. ხელმძღვანელობის  გადაწყვეტილებით ინვენტარი ახალ ოფისში გადაიტანეს. ადგილობრივი  ორგანიზაციის შტაბს კი მხოლოდ  კედლები დაუტოვეს.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიაში და არსებობს თუ არა  ნადირაძის გადაყენების შესაძლებლობა? - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები