სამ დღეში სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრა - "ოცნება" სანქცირებულ მოსამართლეებს დღესაც გადაეფარა

20.04.23 20:04
სამ დღეში სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრა - "ოცნება" სანქცირებულ მოსამართლეებს დღესაც გადაეფარა

სამ დღეში სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრა. ფაქტობრივად ოპოზიციაში გადასული უმრავლესობა და ოპოზიცია, რომელიც მთელი კვირაა უპრეცედენტო მობილიზაციის დემონსტრირებას ახდენს. ერთი კვირაა საზოგადოება უყურებს როგორ გადაეფარა ქართული ოცნება სანქცირებულ მოსამართლეებს. არღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის საქმიანობის სრულ საბოტაჟს ახდენს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმის შიშით, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც კლანის შავ ბნელ საქმეებს საჯაროს გახდის.

ახლა კი პარლამენტში ნამდვილი ნერვების ომია.  მთავარია ვის ეყოფა გამძლეობა. ოპოზიციის ამოცანაა, რომ  ყოველ სხდომაზე 50 სკამი იყოს შევსებული. ეს რთული მისიაა, რადგან ერთი დეპუტატის ნებისმიერი მიზეზით გამოკლებაც მეორე სუნთქვას გაუხსნის მმართველ გუნდს. ოპოზიციის სრული დასწრება  კი იმას ნიშნავს, რომ  ქართულ ოცნებას მოუწევს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანოს ბლოკადის გაგრძელება.  ვერ მიიღებენ ვერც ერთ კანონს, რაც პარლამენტის საქმიანობის პარალიზებას  ნიშნავს.

პროცედურული ომი - დღე მესამე - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში

 

მსგავსი სიახლეები