18 პარლამენტარი, ვისაც მთელი წელი ხმა არ ამოუღია - ვინ მოხვდა მდუმარე დეპუტატების სიაში?

20.04.23 20:22
18 პარლამენტარი, ვისაც მთელი წელი ხმა არ ამოუღია -  ვინ მოხვდა მდუმარე დეპუტატების სიაში?

ხალხის ფულით აღებული  ხელფასი  არაფერში - 2022 წელს საქართველოს პარლამენტში 18 დეპუტატს ხმა ერთხელაც კი  არ ამოუღია. მათ კი ჩვენი ჯიბიდან მხოლოდ ერთ თვეში  70 ათასზე მეტი უკვე გადავუხადეთ.  დეპუტატები პლენარულ სხდომებზე შედიან, მდუმარედ სხედან, არაფერს აკეთებენ და ასევე მდუმარედ  ტოვებენ დარბაზს.  პარლამენტარებს შორის,  რომლებსაც მიკროფონი ერთხელაც კი არ ჩაურთავთ, ყველაზე მეტი "ოცნების" წევრია.  

"ზოგჯერ სიჩუმე ოქროა" - ასე გაიმართლეს თავი დღეს დეპუტატებმა, ოღონდ ვერ მიხვდნენ, რომ სიჩუმით საქმე საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად  არ კეთდება, სადაც  ხალხის რჩეულები ხალხს უნდა წარმოადგენდნენ.  

დუმან მილიონერი  დეპუტატებიც, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ პარლამენტში მათი  ყოფნის მიზანი  მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებაა.  

მდუმარეებს შორის წამყვან პოზიციებს კი არ თმობს დიმიტრი სამხარაძე. დეპუტატი, ვინც მართალია, სხდომათა დარბაზში მიკროფონით არასდროს სარგებლობს, თუმცა  სამაგიეროდ  მიკროფონს მიღმა ბევრს იგინება და ილანძღება.

მდუმარე დეპუტატების ახალი სია -  ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები