რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი 10 000 %ით არის გაზრდილი - ოკუპანტი ქვეყნისთვის საქართველო მაშველი რგოლია
რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 10 ათასი პროცენტით არის გაზრდილი. ამერიკული და ევროპული ავტომწარმოებლებისგან დაცლილი ოკუპანტი ქვეყნისთვის საქართველო მაშველი რგოლია. ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული მანქანები ახლა რუსეთში სწორედ საქართველოდან შედის. თუმცა ავტომობილები არ არის ერთადერთი, რისი ექსპორტიც ლარსის გავლით ხდება. დიდ მოთხოვნაა ფეროშენადნობ პროდუქციაზე, სპირტიან და მინერალურ სასმელებზე.
საქსტატის ბოლო სამი თვის მონაცემებით ექსპორტი 61 პროცენტით არის გაზრდილი. 700 მილიონიანი ბრუნვით რუსეთი საქართველოსთვის მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა. ეს იმ დროს, როდესაც მთელი დასავლეთი ცდილობს მოსკოვზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს. ექსპორტთან ერთად მნიშვნელოვნად რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობაც. ქვანახშირის, საწვავის, ხორბლის და ფქვილის მთავარი მომწოდებელი დღეს სწორედ რუსეთია.
ექსპორტი რუსეთში - ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში