პრემიერმა ვერ მოიცალა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ზურაბ აზარაშვილი ხვდება
კიდევ ერთი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან. ამ წუთებში ზურაბ აზარაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება. ეს აუდიენცია კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა იმ დედებისთვის ვერ მოიცალა, რომლებიც შვილების გადარჩენას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ. პრემიერს, მის კაბინეტთან მშობლების ხმაურიანი პროტესტი არ ესმოდა, არ რეაგირებდა და სავარაუდოდ მათთვის არც არაფერი ჰქონდა სათქმელი.
მშობლების პროტესტი კანცელარიასთან - ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის სიუჟეტში