ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები შევიდნენ
თბილისში, ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცავები მუშაობენ - "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე, რამდენიმე ოფისია განლაგებული.
ბიზნესცენტრში დასაქმებულებისთვის უცნობია, რას უკავშირდება სამართალდამცველების შენობაში შესვლა. პოლიციის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
არ არის გამორიცხული, რომ პოლიციის მობილიზება, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს.