ლაზარეს ოჯახი ითხოვს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ - პეტიცია პარლამენტში დღეს შევა

21.04.23 11:34
ლაზარეს ოჯახი ითხოვს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ - პეტიცია პარლამენტში დღეს შევა

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი ითხოვს, რომ დაკავებულის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ახალგაზრდა მომიტინგის  ბაბუის ამ მოთხოვნას პოლიტიკოსებიც უერთდებიან. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კლანის პირობებში შესაძლოა, 21 წლის მომიტინგე სისტემამ გაწიროს.

დღეს ლაზარეს ოჯახის წევრები პარლამენტში პეტიციას მიიტანენ. პეტიცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებების გაფართოვებას გულისხმობს. ამის გარდა, ის ლაზარე გრიგორიადისის გირაოთი გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

მე არ ვიცი რამდენად შეიძლება, რომ ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მემგონი, ამ მუხლებს, რაც ლაზარეს წაყენებული აქვს, არ ეხება ნაფიცი მსაჯულები და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ინციატივით შევიდე. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც შეიძლება. არ ვიცი მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, - ამბობს ლაზარეს ბაბუა გია კალანდაძე. 

პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა საქმიანობა უნდა გავრცელდეს იმ მუხლებზეც, რომელიც ხელისუფლებაშ მყოფი პირის მიმართ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები