"ეშინიათ, სასამართლო კლანმა საუბარი არ დაიწყოს" - "ოცნება" დღეს პარლამენტი სესიას არ ჩაატარებს
პროცედურული ომით დაღლილი "ქართული ოცნება" დღეს პარლამენტი სესიას არ ჩაატარებს. მინიმუმ ათი დღე ქვეყანაში საგამოძოები კომისია არ შეიქმნება. სამ დღეში სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრით კობახიძის გუნდი სასამართლო კლანს ბოლომდე იცავს.
საპარლამენტო საქმიანობა ფაქტობრივად ერთიი კვირა პარალიზებულია, რადგან მმართველი პარტის ბოიკოტის გამო, საკანონდმებლო ორგანოში ვერც სხვა კანონპროექტებს ამტკიცებენ. ამ ფონზე კი ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ "ოცნება" არა სოლიდარული აქტის განხორცეილებას ცდილობს დასანქცირებული მოსამართლეების მიმართ, არამედ, მმართველ გუნდს ეშინია, რომ კლანი არ ალაპარაკდეს.
"ქართული ოცნება" შეშინებულია. შეშინებულია იმით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ის მოსამართლეები, ვისზეც მთელი ეს სასამართლო სისტემა აქვს აწყობილი "ოცნებას", შეიძლება მათ საუბარი დაიწყონ და ბევრი ინფრომაცია, რომელიც არ უნდათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, გამჟღავნდება. ამიტომაც ეს არა სოლიდარული აქტი, არამედ შიშით განპირობებული მოქმედებაა". - ამბობს მიხეილ დაუშვილი.