ვენდეტა უნდა დასრულდეს - ბაჩო დოლიძე ენმ-ში განვითარებულ მოვლენებზე
ვენდეტა უნდა დასრულდეს - ასე პასუხობს ნიკა მელიას ფლანგი "ნაცმოძრაობაში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ორად გაყოფილ პარტიაში პოზიოციების დაახლოება სულ უფრო რთული ხდება. ხაბეიშვილს, მელიას ფლანგი პარტიის გაერთიანების ნაცვლად, დაშლის მცდელობაში ადანაშუალებენ.
რაც მალე მორჩება ეს ვიწრო პოლიტიკური ვენდეტა, მით უკეთესი. ახალი მენეჯმენტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაერთოს საქმის კეთებაზე. ყოველთვის არსებობდა განსხვავებული პოზიციები, მათ შორის ჩვენს პარტიაში, მაგრამ ვახერხებდით თანაცხოვრებას. სწორედ ეს არის კარგი მენეჯმენტის კარგი თვისება, რომ მიუხედავად ბევრი განსხვავებული პოზიციისა, ახერხებდნენ თანაცხოვრებას და არა დაქსაქსვას". - ამბობს ბაჩ დოლიძე.