"გადადგეს კლანი" - ენმ-ს აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

21.04.23 12:45
"გადადგეს კლანი" - ენმ-ს აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

"გადადგეს კლანი!" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ამ მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა. საპროტესტო ბანერებით და საყვირებით ხელში, პარტიის ლიდერები დასანქცირებული მოსამართლეების სისტემიდან წასვლას ითხოვდნენ.

ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამერიკის შავ სიაში მოხვედრილ მოსამართლეებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ სხვების საქმეები განიხილონ. ამიტომ სასამართლო კლანის დანარჩენ წევრებს ნაცმოძრაობის წევრები ურჩევენ, რომ ვიდრე ჯერ კიდევ დრო აქვთ, უარი თქვან დავალებების შესრულებაზე და სისტემიდან წავიდნენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც საქართველოს ბედი შეიძლება გადაწყდეს. თუ სანქცირებული, კეთროვანი „სასამართლო კლანი” მმართველობაში დარჩება, ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ დასავლერი პარტნიორი ტყუილად მოსამართლეებს არ ასანქცირებს, პირიქით ეს პოლიტიკური გზავნილი იყო. თუ სასამართლოს “კლანისგან” არ გაწმენდთ, თუ სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან არ გაათავისუფლებთ, დასავლეთის სრუფლებიანი წევრობა შეუძლებელი გახდება. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის “სასამართლოს კლანი” უნდა წავიდეს”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები