პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს მზადება პროტესტისთვის - ვაშაძე
გიორგი ვაშაძე აქციებს აანონსებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფიქრობს, რომ საზოგადოება პროტესტისთვის უნდა მოემზადოოს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "ოცნება" ხელს აფარებს კლანს და ყველაფერს აკეთებს რომ საგამოძებო კომისია არ შეიქმნას, ამიტომ მიიჩნევს, რომ მხოლოდ პარლამენტში "ოცნებისთვის" დისკომფორტის შემქნა საკამარისი არ არის, რადგან ერთადერთი, ვისიც მმართველ პარტიას ეშინია, ქუჩაში გასული ხალხია. ვაშაძე საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნება“ არა უბრალოდ „კლანს“ მფარველობს, არამედ მათ აღიარეს ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენება მოგვცეს ამ სამი დღის განმავლობაში, რომ თვითონ არიან „კლანი“, თვითონ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოში, ძარცვავენ ბიზნესს და ინვესტორებს, სწორედ ამ „კლანის“ მეშვეობით და მათთვის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ეს ძარცვის მექანიზმი ქვეყანაში.
ისინი ხელს აფარებენ „კლანს“. რა არის საგამოძიებო კომისია - ხალხის სამსჯავროზე უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვის მიმართაც არის კითხვები და გასცენ პასუხები, რაც არის მტკიცებულებებზე „კლანის“ არსებობასთან დაკავშირებით. სწორედ აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ არის „კლანი“ თავიდან ბოლომდე და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რისი ეშინიათ - ეშინიათ იმის, რომ ჩამოიშლება ეს „კლანი“ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი საჯაროდ არ მოაწერს ხელს ამ „კლანის“ წევრობას.
რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას -ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ეს პროცესი, მაგრამ მინდა საზოგადოებას მივმართო, „ქართული ოცნება“ უკან იხევს მაშინ, როცა ხედავს ხალხს, როცა ხედავს საზოგადოების ერთიანობას. ამიტომ, აქვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ პროცედურული ომის პარალელურად, რომელიც გაგვიმართეს პარლამენტში და პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია, საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, რადგან სწორედ ჩვენი პროტესტი, ჩვენი ერთიანობა, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდების, საზოგადოების სხვადასხვა წრეების ერთიანობა, არის ერთადერთი გარანტი, რომ მივიღოთ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
სანქცირებული მოსამართლეები აღარ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში და უფრო მეტიც, „კლანთან“ დაკავშირებული ყველა ადამიანისგან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა, ამას ითხოვს 12 პუნქტი და ამის საბოტაჟს ახორციელებს ახლა „ქართლი ოცნება“. ჩვენმა ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის გამარჯვებისთვის, აუცილებელია ოპოზიციასთან ერთად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, მედიის ერთიანობა და ერთად დგომა“,- განაცხადა ვაშაძემ.