"მომიტაცეს, მირტყამდენ, მაგინებდნენ" - "რესპუბლიკური პარტიის" წევრი პოლიციას ძალადობაში ამხელს

21.04.23 13:10
"მომიტაცეს, მირტყამდენ, მაგინებდნენ" - "რესპუბლიკური პარტიის" წევრი პოლიციას ძალადობაში ამხელს

რესპუბლიკური პარტიის წევრი პოლიციას ძალადობაში ამხელს. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი გორიდან, ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეუარცხყოფის მსხვერპლი გახდა. 

ლექსო ვალიაური "პირველებს" უყვება, რომ კონფლიქტი პოლიციასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც შემოწმების დროს პოლიციამ ფოტოსურათი უნებართვოდ გადაუღო.  

როგორც ვალიაური ამბობს, მან პოლიციელებს მიაწოდა, პირადი ნომერი და სახელი და გვარი, თუმცა, პოლციია მაინც ცდილობდა მისთის ფოტოს გადაღებას. მას შემდეგ კი რაც ოპოზიციონერმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი ფოტოს გადაღებაზე, პოლიციელებმა ის მანქანაში ჩატენეს და სცემეს.

მომიტაცეს, ჩემის სახლის კარი იყო ადგილი, სადაც მე მანქანაში მირტყამდენ, მაგინებდნენ და მიმათრევდნენ. ამის შემდეგ მივხვდი რომ საქმე მქონდა ძალიან მძმე შემთხვევასთან. გამიჩნდა საფრთხე, რომ ნარკოტიკული საშუალების ჩადებასაც მოახერხებდნენ. სამი პოლიციელიდან მოვახერხე, რომ ერთს რამდენჯერმე გავამეორებინე საკუთარი სახელი და გვარი. მან დამიფიქსირა, რომ არის თემურ ტაბატაძე". - ამბობს ლექსო ვალიაური.

სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმა ვალიაურის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 333-2 მუხლით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები