"ოცნების" უარი ლაზარეს ოჯახის მოთხოვნაზე ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას მისი დასჯა უნდა - გიორგი ვაშაძე
ხელისუფლებსი უარი, ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, ცხადყოფს, რომ მათ მომოტინგის დასჯა უნდათ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდირმა განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, საჭიროა მმართველი გუნდის ნება, რომ კანონში შესაბამისსი ცვლილება შევიდეს.
ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით სრულად ვუჭერ მხარს ოჯახის ინიციატივას ანუ რას ნიშნავს ეს? კანონში შევიდეს ცვლილება, რომ ნაფიც მსაჯულებს ჰქონდეთ უფლება, განიხილონ მისი საქმე, რაც ნიშნავს, რომ კლანს ცოტა მაინც ავარიდოთ გადაწყვეტილებები ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით და ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ეს არის ძალიან სამართლიანი მოთხოვნა და თუ ამას „ქართული ოცნება“ არ თანხმდება, ნიშნავს, რომ მას უნდა დასაჯოს ლაზარე გრიგორიადისი ერთი რამისთვის, რომ ის იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პეტიცია გამოაქვეყნა. ოჯახი პეტიციით ნაფიც მსაჯულების უფლებამოსილების გაფართოებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ლაზარეს გირაოს მეშვეობით გათავისუფლებას ითხოვენ.