"საკითხის ემოციური გადაწყვეტა არ შეიძლება" - სარჯველაძე გრიგორიადისის ოჯახის მოთხოვნაზე

21.04.23 13:25
"საკითხის ემოციური გადაწყვეტა არ შეიძლება" - სარჯველაძე გრიგორიადისის ოჯახის მოთხოვნაზე

"ქართული ოცნების" ლიდერი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ კანონის ლაზარე გრიგორიადისის საქმე მორგება არასწორია. საქმე ეხება ახალგაზრდა მომიტინგის ოჯახის მოთხვნას, რომელსაც სურს, რომ ლაზაერეს ასქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ საკითხის ემოციური გადაწყვეტა არ შეიძლება და ის მასშტაბურ გაანალიზებას საჭიროებს. 

ასე ემოციურად საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ძალიან სერიოზულ თემებს უკავშირდება, მე მგონია, რომ არ შეიძლება. სერიოზულ თემებს უკავშირდება იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების პერსპექტივები მოითხოვს არა მხოლოდ გრიგორიადისის საქმის პრიზმაში დანახვას ამ საკითხის, არამედ მოითხოვს მასშტაბურად გაანალიზებას და  ამ მასშტაბური გაანალიზები შედეგად თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეიძლება გაცილებით უფრო სხვა პრიორიტეტები იდგეს დღის წესრიგში, ვიდრე შეიძლება ამ წუთას სასურველად მიაჩნდეს „გირჩს“ ან მაგალითად, იმ გროგირაიდისის რომელიმე ახლობელს, - განაცხადა სარჯველაძემ. 

მსგავსი სიახლეები