"თაღლითური ქოლცენტრების უკან "ოცნება" დგას" - "საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

21.04.23 14:04
"თაღლითური ქოლცენტრების უკან "ოცნება" დგას" - "საქართველოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიცია პარლამენტში ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებოო კომისიის შექმნას ითხოვს. ინიციატივით გიორგი გახარიას პარტიის წევრები გამოვიდნენ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრები ფიქრობენ, რომ თაღლითური დანაშუალის უკან მმართველი პარტია იმალება. 

დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, რომ ამხელა  მასთაბის ტრანსნაციონალური დანაშაული ხორციელდებოდეს და სახელისუფლებო უწყებებს ამ საკითხე არანაირი ინფრომაცია არ გააჩნდეს და შესაბამისად, რაიმე ფორმით, მოქმედებით ან უმოქმედობით არ მონაწილეობდეს ამ დანაშუალში. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ, ამიტომ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დაინიცირებას და ყველას მოვუწოდებთ, რომ დაგვიჭირონ მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნაში. ამ კომისიაზე, შესაძლოა, ჩვენ დაგვჭირდეს გამოვიზახოთ როგორც, პირველ რიგშ, სახელისუფლებო და სამართლდამცავი უწყებების წარმომადგენლები, მათით დაწყებული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პირი, ვინც შეიძლება რაიმე ფორმით ამ საქმეშ ჩართული იყოს, რა თქმა უნდა, ყველას გამოძახება და  გამოკიტხვა უნდა შეგვეძლოს, - მაბობს მიხეილ დაუშვილი. 

ამავე აზრს იზიარებას 'სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. 

100%-ით დარწმუნებული ვარ, ამ უდიდეს თაღლითობას, რომლის, სამწუხაროდ, ჰაბი იყო საქართველო, ანუ ცენტრი ერთ-ერთი იყო საქართველო, თავიდან ბოლომდე მფარველობდა „ქართული ოცნება“ და მისი სპეცსამსახურები. ევროპულ საგამოძებო სტრუქტურებს ვერავინ ვერასდროს დაემალება და მათ შორის, ვერც კეზერაშვილი და ვერც ვინმე სხვა. ამიტომ, მესმის აღტკინება „ქართული ოცნების“ მხრიდან, თავისი დანაშაული უნდა, რომ სხვას გადააბრალოს, მაგრამ დარმწუნებული ვარ, რომ ამ გამოძბეის ბოლოს ჩენ ვნახავთ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, რომელზეც იქნება საქმე აღძრული, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები