"ნუ გვატყუებთ, დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" - ხელების ბრახუნი და ხმაური ღარიბაშვილის სამსახურთან

21.04.23 15:05
"ნუ გვატყუებთ, დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" - ხელების ბრახუნი და ხმაური ღარიბაშვილის სამსახურთან

ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან ხმაურია. ეზოში აღმართული რკინის ღობე საპროტესტო ბანერებით აჭრელდა.

"ნუ გვატყუებთთ, დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" - ასეთი შეძახილებით პრემიერამდე ხმის მიწვდენას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები ცდილობენ.

მშობლებს კანცელარიაში პოლიცია არ უშვებს, ამიტომ დედები ხელების რკინის ღობეზე ბრახუნით ცდილობენ პრემიერს პროტესტის ხმა გააგონონ. 

ადგილზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. 

"ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს როგორც ბუღალტერი და არა როგორც ჯანდაცვის მინისტრი. მან პირდაპირ უთხრა მშობლებს, რომ არ აქვთ ფული. სახელმწიფო, რომელიც აფინანსებს მილიონობით არასაჭირო შესყიდვებს და ვერ პოულობენ ფულს ბავშვებისთვის, ეს სახელმწიფო არ არის". - ამბობს ადგილზე მისული "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

ორი დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერის სამსახურთან ღამეს თევენ და ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მთავრობის მეთაური დედებს არ ხვდება.  

 

მსგავსი სიახლეები