12 ბავშვის მკურნალობაში "ოცნება" ერთმანეთს ვერ ჩაეწილა და ატკატის ასაღები ფული ვერ ნახეს - ჩიხლაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, რომელიც ღარიბაშვილის სამსახურთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად იმყოფება, ამბობს, რომ მთავრობამ 12 ბავშვის მკურნალობაში ატკატის ასაღები ფული ვერ ნახა და სწორედ ამიტომ არ უფინანსებს ბავშვებს ძვირადღირებულ პრეპარატს.
70 მილიონს რომ ხარჯავენ კონცერტში და 30 მილიონს ხარჯავენ ნაგვის ურნებში, 4 მილიონი არ გამოინახა ჯანდაცვის სამინისტროს 6 მილიარდიანი ბიუჯეტიდან. აქ ვერ ნახეს შანსი ფულის ატკატის, ფულის გაკეთების. 12 ბავშვია და ამ 12 ბავშვის მკურნალობაში ვერ ჩაეწილნენ და ერთმანეთს და ვერ ნახეს ატკატის ასაღები ფული და მაგიტომაც გადაყარეს ეს ხალხი. ეს არის რეალობა და "ოცნების" სახე" - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან ხმაურია. ეზოში აღმართული რკინის ღობე საპროტესტო ბანერებით აჭრელდა.
"ნუ გვატყუებთთ, დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" - ასეთი შეძახილებით პრემიერამდე ხმის მიწვდენას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები ცდილობენ.
მშობლებს კანცელარიაში პოლიცია არ უშვებს, ამიტომ დედები ხელების რკინის ღობეზე ბრახუნით ცდილობენ პრემიერს პროტესტის ხმა გააგონონ.